
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა, – ამის შესახებ იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაშია აღნიშნული.
“ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის ფრენა ეკრძალებოდათ.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსების მიმართ, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ პრინციპული მიდგომის შესაბამისია ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს