პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ მისცა ხმა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ მისცა ხმა. ვიდეოს კრემლი ავრცელებს.
მან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციიდან მიიღო.
რუსეთში ონლაინ ხმის მიცემა პირველად წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვეს. ონლაინ ხმის მიცემა 29 რეგიონშია შესაძლებელი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს დაიწყო, ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის პუტინი მეხუთე ვადით. რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.
პუტინი რუსეთს ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს და ახალი საპრეზიდენტო ვადის უზრუნველყოფის პრობლემა მას არც ახლა ექნება – 71 წლის დიქტატორი ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს