
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც ერთი პუნქტი საქართველოს ეხება.
კონცეფციის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას გათვალისწინებული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები.
დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტულ დავალებად რჩება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდობის პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს წევრებთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც კონცეფციაში რესპუბლიკებად არის მოხსენიებული, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს