პუტინმა შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.
პუტინის ბრძანებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმოქმედებს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე.
“უწმიდესი პატრიარქის კირილის მიმართვის გათვალისწინებით, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტა მხარეებს შორის უკრაინაში 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე“, – აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამასთან, პუტინმა მოუწოდა უკრაინას, საშობაოდ ასევე შემოიღონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
“იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში ცხოვრობს მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს