პუტინმა სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა. მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას სნოუდენის მეუღლეც გეგმავს.
ედვარდ სნოუდენი რუსეთში 2013 წლიდან ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალები გაასაჯაროვა.
აშშ-მა ედვარდ სნოუდენს ჯაშუშობისთვის წაუყენა ბრალი.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს