
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში რეაგირების საშუალო დონე შემოიღო. ეს ასევე ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლს.
პუტინის განკარგულებით, სპეციალური რეჟიმი შემოღებულია – კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, კურსკის და როსტოვის ოლქებში.
დღესვე პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, საომარი მდგომარეობა 20 ოქტომბრიდან შემოღებულია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში: ე.წ. “დონეცკისა და ლუგანკის სახალხო რესპუბლიკების”, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, რომლებსაც რუსული ჯარები აკონტროლებენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს