Logo

პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია – ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა

უკრაინა
1250
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

 

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები