Logo

ქაბულის აეროპორტი 48 საათით იკეტება

მსოფლიო
22.08.2021 / 13:43
Frontnews image description

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი 48 საათით იკეტება. არსებული ინფორმაციით, აეროპორტი იკეტება, რათა მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა.

 

ამ დრომდე შეკრებილია ათასობით ადამიანი, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურს.

 

“თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ამის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური განშტოება ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავს.

 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახლა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.

 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.

თაგები:

ქაბული
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები