ქაბულში “ალ ქაიდას“ ლიდერი, 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა.
ალ ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი უვნებლები გადარჩნენ და მოკლულია მხოლოდ ალ ზავაჰირი.
ზავაჰირიმ „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელობა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გადაიბარა და ის აშშ-ის მიერ ძებნილი ნომერ პირველი ტერორისტი იყო. მანამდე ის ბინ ლადენის მარჯვენა ხელად და ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ იდეოლოგად მიიჩნეოდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში ოსამა ბინ ლადენთან ერთად. აშშ-ის ხელისუფლებას ზავაჰირის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
აიმან ალ ზავაჰირი 71 წლის იყო.
თაგები:
ქაბული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს