
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ახალი პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში,100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 265 000 ლარს.
პროექტის დასრულება 2025 წელს იგეგმება.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს