
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ წყალტუბოში N3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ა(ა)იპ “საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველმა გიორგი იობიძემ N3 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განახლება და კეთილმოწყობა თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ბაღის განახლებას ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პატარებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, სახურავი, მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, ასევე მოეწყობა წყლისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 174 827 ათასი ლარია გამოყოფილი.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს