Logo

“ქალბატონო თურნავა, ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის არ ეშინია”

საზოგადოება
901
Frontnews image description

გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი მთივლიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.

მთივლიშვილის თქმით, თუ ხელისუფლება დაჯარიმებას დაიწყებს, საქართველოს მასშტაბით ბუნტს მიიღებს.

"ჩვენ ვერ დაგვემუქრება ქალბატონი თურნავა იმიტომ, რომ ერთი წელია მხოლოდ ამას გავიძახით, რომ ამ სეგმენტს დახმარება უნდა, გვერდში დგომა უნდა, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა, ამიტომ, ქალბატონო თურნავა, ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის არ ეშინია. შემოხვალთ და დაგვაჯარიმებთ?! მიიღებთ სრულ ბუნტს საქართველოს მასშტაბით", – განაცხადა გიორგი მთივლიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნების მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვება. 

თაგები:

Advertisement