ქალები აქცია-მსვლელობას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
ქალების აქციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლა.
მსვლელობაში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები მონაწილეობენ.
იქამდე ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციას მართავდნენ.
ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო. მათ თავდაპირველად ცესკოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ბოლოს შენობაში შესვლისა და განცხადებების დატოვების ნება დართეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს