“ქართულ ოცნებას” და “გირჩს” შორის შეხვედრა შესაძლოა, დღეს გაიმართოს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასა და "გირჩს" შორის შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო არ იცის.
"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისათვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი კარი ღია არის. ამის დადასტურებაა ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ მნიშვნელოვან საკითხებთან იმ ოპოზიცურ პარტიებთან, რომლებიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობენ.
თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. არის საკითხები, რომლის ირგვლივაც შეთანხმება შეიძლება", – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს