“ქართულ ოცნებას” მოუწია კომპრომისებზე წასვლა სამ საკითხზე, მაგრამ ორ მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ სანამ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეთანხმება არ მოხდება, შეთანხმება სრულად არ ჩაითვლება.
"მანამ სანამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული. ლაპარაკია პოლიტპატიმრების გამოშვებასა და ვადამდელ არჩევნებზე. თავისთავად ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად "ქართულ ოცნებას" მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა იმის, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს", – განაცხადა მინაშვილმა
"ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
თაგები:





