Logo

“ქართულ ოცნებას” ნიკა მელიასი ეშინია ციხეშიც და გარეთაც, შეეცდებიან, რომ ჩატოვონ ციხეში”

Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "ოცნების" შეთავაზებულ ამნისტიის პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველ ძალას ენმ-ის თავმჯდომარის ეშინია, ის არის უპირობო ლიდერი და ამიტომ "ოცნებას" მისი ციხეში ჩატოვება სურს. 

"ეს არის ამნისტიის კანონი კი არა, კანონი, თუ როგორ უნდა ჩატოვო ადამიანი ციხეში. ამას ემსახურება ეს. რატომ?- იმიტომ, რომ მომდგარია არჩევნები. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ნიკა მელიას გლდანში, ჟვანიას მიერ ჩატარებული არჩევნების კვალობაზეც კი ჰქონდა დიდი უპირატესობა. ბიძინა ივანიშვილიც სწორედ გლდანში გამოჩნდა. გავიხსენოთ, ვინ იყო კონკურენტი ნიკა მელიასი? -ბატონი კობიაშვილი, რომელიც არის კახი კალაძე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. უფრო მეტსაც გეტყით, საერთო ოპოზიციურ ხმებზე მეტი აიღო. ის არის უპირობო ლიდერი და უპირობო კანდიდატი, ამიტომაც ეშინიათ მისი. "ქართულ ოცნებას" ნიკა მელიასი ეშინია ციხეშიც და გარეთაც. კარგად იციან, რომ ნიკა მელია ამ არჩევნებში დაამარცხებს კალაძეს კი არა, ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს. ამიტომ გაწელავენ პროცესს მაქსიმალურად და შეეცდებიან, რომ ნიკა მელია ჩატოვონ ციხეში"-განაცხადა ნაყოფიამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები