ქართული ავიაკომპანია და არა მარტო – ზელენსკიმ ახალი სანქციები დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 ფიზიკური და 290 იურიდიული პირის მიმართ ახალი პირადი სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სანქციების სიაში მოხვდა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც რუსეთში ფრენები განაახლა. სანქცია დაუწესდა თამაზ გაიაშვილსაც.
სანქციები ასევე დაუწესდა ყაზანის ქარხნის “ელექტროპრიბორის” ხელმძღვანელებს; პერმის ეროვნული კვლევითი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს; ბაშკორტოსტანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსს; Proxy Technology-ის აღმასრულებელ დირექტორს. კომპანია, რომელიც ავითარებს სისტემებს დრონების აღმოჩენისა და ჩახშობისთვის; ვადიმ ვოლკოვიცკის – რუს სამხედრო ლიდერს, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტს;
სიაში სულ 190 ფიზიკური და 290 იურიდიული პირია.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს