
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აქციას მართავენ.
ისინი აცხადებენ, რომ შენობა, სადაც კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, საფრთხეშია. მიზეზი კი ის სამუშაოებია, რომელიც ძეგლის მიმდებარედ მერიის ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს.
“შენობა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენი შენობის საფასადო მხრიდან მოინდომა რესტორანმა გაეჭრა კიბე, ჩასასვლელი. გარდა იმისა, რომ აზიანებს საფასადო მხარეს, მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ გუშინ, როდესაც მძიმე ტექნიკა მოიყვანეს, ჩვენ თვალწინ ხდებოდა არტეფაქტების განადგურება. დამტვრეული, დამსხვრეული აგურის ნამტვრევები მანქანებით გაზიდეს და გადაყარეს სადღაც.
ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაწესებულებაა საქართველოში. წელს აქვს 80 წლის იუბილე და ასე მიულოცა სახელმწიფომ, მერიამ? მართლა ირონიაა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ძეგლთა დამცველი დგას და მას ძირს უთხრიან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კვლევარები სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს