Logo

“ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ-ნიუსს”

Frontnews image description

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი "ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით.
 
სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით.  "ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია",- წერს სანდრო ბრეგაძე.

"ქართული მარშის" ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს "ფეიკ-ნიუსს".  სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები