“ქართული ოცნება“ არის ძლიერი, შეკრული გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს”


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძლიერი, შეკრული, მიზანდასახული გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს, – ასე ახასიათებს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გუნდს „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გუნდში თავის როლზეც ისაუბრა.
"ჩემი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტიანად, რათა ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ ყველა მიმართულებით – როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი ლიდერებით და ასევე წარმოჩენილია გუნდი, რომელსაც აქვს ძლიერი ხედვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, რომ ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე მაქსიმალურად მივიტანოთ და თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებასთან მაქსიმალურად იყოს შეჯერებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამისთვის კარგი კომუნიკაცია და კოორდინაცია არის საჭირო, რისთვისაც კარგი წინაპირობა არსებობს, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუნდის დაშლის წინაპირობა არ არსებობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს