“ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის, ამას ადასტურებს ღარიბაშვილის პოზიციაც”

ავტორი
Front News საქართველო
რაც უფრო მალე გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელთანაც შეიძლება ცივილიზებული ენით საუბარი, მით უფრო მალე დასრულდება პროცესები და პრობლემები ქართველი ხალხის, ოპოზიციის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას მხოლოდ ძალისმიერი საუბარი ესმის.
„ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი დანიელსონს უთხრას და იმედი მაქვს, რომ ეტყვის. რაც უფრო მალე ეტყვიან მსგავს ტექსტებს დანიელსონს, მით უფრო მალე დარწმუნდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დროა, გადავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“ იძულების მეთოდებზე. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იძულების გარდა სხვა ენა არ ესმის. ამას ადასტურებს ღარიბაშვილის დღევანდელი პოზიციაც. რაც უფრო ინტენსიურად წავა ეს პროცესი და რაც უფრო მალე გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელთანაც შეიძლება ცივილიზებული ენით საუბარი, მით უფრო მალე დასრულდება პროცესები და პრობლემები ქართველი ხალხის, ოპოზიციის სასარგებლოდ. ზუსტად ის ხდება, რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას ესმის მხოლოდ ძალისმიერი ლაპარაკი და არა სხვა რამ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


