
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
“დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
ჩვენს ერს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, ვინაიდან მისი სულიერი წინამძღოლი სწორედ ილია მეორეა. მისი უწმინდესობა, აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგაც დაუღალავად შრომობს ქართველი ხალხის სულიერების და ზნეობის განმტკიცებისთვის.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სწორედ მისმა სიბრძნემ, ზნეობის, სიყვარულისა და ღირებულებებისადმი ერთგულების მაგალითებმა შეუწყო ხელი ქართველი ერის რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და საქართველოს ეკლესიის სათავეში კიდევ მრავალი წელი ყოფნას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია მილოცვაში.
თაგები:
პატრიარქი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს