
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არსრევანის, კოდაკლარის, ხარებას, ახალშენის, ბეშთაშენის, კოხტას, ჩოლიანის, თეჯისისა და სამადლოს მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, წალკელების დღევანდელი განწყობა, მას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთად გაიმარჯვებენ 26 ოქტომბრის არჩევნებში და მშვიდობით განაგრძობენ ქვეყნის განვითარებას.
„წალკა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და მოსახლეობით, რაც ამ კუთხის განსაკუთრებულობის მთავარი ნიშაა. ბოლო წლებში აქ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება ადგილობრივების ინტერესების დაცვა,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი – გიორგი დოხტურიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს