
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.
"ჩვენ დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. შესაბამისად, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და პარლამენტში, ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით "ქართული ოცნების" წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა ვგრძნობთ პასუხისმგებლობასა შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს.
ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია სწორედ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედვათ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ.
განვმარტავთ იმასაც, რომ ჩვენი აქ მდგომი დეპუტატების გარდა, ჩვენი თანამოაზრე ამ ეტაპზე არის მიხეილ დაუშვილი, იგი ამჟამად არის კოვიდინფიცირებული, ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, მალე შემოუერთდება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას"-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს