
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღეს დაიწყო.
ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
• “ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს;
• წალენჯიხის ორგანიზაციას – ბაკურ სონგულია;
• ჩხოროწყუს ორგანიზაციას – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა.
12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში ჩატარდება. დაგეგმილია კონფერენციები ხობში, სენაკში, ფოთში, მარტვილსა და აბაშაში.
„ქართული ოცნების“ კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთსა და კახეთში.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს