Logo

“ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს პირველ რიგში მათი დამსახურებაა.

103 წლის წინ საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ.

დღეს 26 მაისია და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს. აღმავლობას გისურვებთ!“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები