Logo

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პოლიტიკა
19.09.2024 / 12:35
Frontnews image description

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის  სოფლების:  სოფელ გუდამაყრის, ფასანაურის და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ,  მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჩიტაური.

თაგები:

Advertisement