
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: დარაკოვას, ოზნის, კიზილქილისასა და აიაზმას მოსახლეობას შეხვდა.
დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
“შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ვიმსჯელეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე.
მიხარია, რომ ჩვენი და მოქალაქეების აზრი, ბევრ საკვანძო საკითხზე თანხვედრაშია“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს