
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეუღლემ ნახა. სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ახლობლების თქმით, ხახუბიას ჯანმრთელობის პრობლემები შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ირაკლი ხახუბია საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მისი შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას პოლიციამ გზა გადაუკეტა, ირაკლი ხახუბიას შვილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს