“ქართული ოცნების” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მერობის კანდიდატი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 9 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების შესახებ, რაც მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
“ჩვენი ხელისუფლება ჩემი არჩევის შემდეგ ისევ აქტიურად იქნება ჩართული პრობლემების მოგვარებაში და აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი ქვეყნის შენების პროცესს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი გამოწვევა”, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს