
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია დღეს ხელვაჩაურში გაიმართა.
პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე.
თაგები:
ხელვაჩაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს