“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი ქვემო ქვალონის, საგვიჩიოსა და ახალსოფლის ამომრჩევლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია დღეს ქვემო ქვალონის, საგვიჩიოსა და ახალსოფლის ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებებზე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ბოლო 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა, მათ შორის: რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, სკოლები და ამბულატორია, დაიგო გზები, მოეწყო გარე განათებები, ნაპირსამაგრები, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები.
ქვემო ქვალონში ამჟამად 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე.
თაგები:
ხობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს