
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გურიის მხარეში დასრულდა.
ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
“ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი უხელმძღვანელებს;
ოზურგეთის ორგანიზაციას – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია;
ჩოხატაურის ორგანიზაციას – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
21 ნოემბერს, კონფერენციები ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში გაიმართება.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს