“ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა წინასაარჩევნო გიორგეთისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
“ჩემი მიზანია, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უფრო სწრაფი ტემპით მოვახდინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გავაგრძელო საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია – მშენებლობა, მომავალ თაობას შევუქმნა ღირსეული და კომფორტული გარემო სწავლისა და განვითარებისათვის, მეტი ძალისხმევით და მონდომებით მივცეთ გზა ახალგაზრდების განვითარებას, შევქმნათ სხვადასხვა პლატფორმა არაფორმალური განათლებისათვის, გავიზიაროთ და ხორცი შევასხათ ახალგარზდების იდეებსა და სურვილებს, აქტიურად გავაგრძელო რეკრეაციული სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვიზრუნოთ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, შეუქცევადი პროცესი გავხადოთ უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და მჭიდრო კომუნიკაციით ხელი შევუწყოთ გლეხებისა და ფერმერების გაძლიერებას, ვინაიდან ძლიერი ოჯახი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ძლიერი სოფელი კი ძლიერ ქვეყანას” – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
გიორგეთისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მიმდინარე წელს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. ადგილობრივების მოთხოვნები ძირითადად სოციალურ პრობლემებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ინტერნეტიზაციის საკითხებს მოიცავდა.
მოსახლეობამ მერობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატება უსურვა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს