“ქართული ოცნების” ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები დღეს ოზურგეთში, გურიის რეგიონში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ ასევე ბათუმსა და ამბროლაურში.
თაგები:
ქართული ოცნება
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


