
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ქუთაისში, პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს