
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებები.
შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ საუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს