
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დღეს პარტიის გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს