
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს