“ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს


ავტორი
Front News საქართველო
„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 56.9%-ით ლიდერობს.
კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:
კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 56.9%;
ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.9%;
გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 6,6%;
ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.8%;
გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%;
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;
მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,7%;
თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,5%;
სხვა კანდიდატები 1,1%;
“როგორც ვპროგნოზირებდით აქტიური საარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა და მას აქვს ყველა წინაპირობა, რომ არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.


მამუკა მდინარაძემ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა

მიხეილ სარჯველაძე – კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში

გიორგი ამილახვარმა დედაქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა