
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონის და ზღვის უბნის მოსახლეობას ხვდება. ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა გურამიშვილის გამზირზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე და ზღვის უბნის მე-4 კვარტალში.
“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვსაუბრობთ არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა პროცესში და ყველაზე მთავარი რაც არის, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მომავალში გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს