“ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ, სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის ინფორმაციით, ხუთი მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს.
„დაკავებულია ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული წესით. ხუთი ადამიანი დაკავებულია ასკ-ის 173-ე მუხლით, ერთი კი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო დაკავებული ილანძღებოდა, იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგადაც დაკავდა“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
თაგები:





