
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან ორბელიანის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ.
აქციაზე შეიკრიბნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ასევე მათი მხარდამჭერები, მედიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი საახეები და ის ადამიანები, ვინც ფიქრობს რომ მესამე პრეზიდენტს გადარჩენა სჭირდება.
მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს