
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 აქტივისტი დააკავეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, ის შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა.
ვოლსკის ამ საქციელმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.
ადგილზე აქცია ამ დრომდე გრძელდება.
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. მათ ასევე აქვთ ბანერები წარწერებით: "რუსული ოცნება", "აფხაზეთი საქართელოა", "დიდება გმირებს" და სხვა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს