“ქართული ოცნების” ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიტსაბჭოს პარალელურად, სტიკერების გაკვრის გამო, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
"როდესაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ხელისუფლების მისამართით მართავენ აქციებს და რიგ აქტივობას, პოლიციელები ძალადობენ ამ აქტივისტებზე. უბრალო სტიკერის გაკვრის გამო, აკავებენ ადამიანებს. პოლიცია გადაიქცა წესიერი სამოქალაქო აქტივისტების მდევნელ მთავარ რაზმად, იმის გამივრად რომ ქვეყანაში არსებულ კრიმინალს ებრძოლონ. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში", – განაცხადა ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.
"ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი.
თაგები:
