
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენციები გამართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.
გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, ეკონომიკისა და დასაქმების, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ხათუნა კვიციანი და ეკა სეფაშვილი.
“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ხვალ თელავში გაიმართება.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს