
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მოხედვითაც, „ფეისბუქის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400-დოლარამდე დახარჯა“.
კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის “რუსულობის” შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწამოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღდეგოდ.
“მეტას” კონტრაქტორი “ფაქტ ჩეკის” მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს