
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
“ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას – საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.
კონფერენციებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
თბილისის გარდა, “ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში გაიმართა.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს