
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
როგორც მმართველი პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმრავლესობის წევრებმა მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
“საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც 14 მარტს გაიმართება, 17 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენას, ასევე მიმდინარე საკითხებს“,- აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს