
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.
უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
21 თებერვალს, “მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტებს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს